ინფორმაცია ბეღურების შესახებ

ბეღურა -ფრინველების გვარი ბეღურებისნაირთა რიგისა.იკვებებიან მარცვლეულით,ჩვილ ბარტყებს მწერებით კვებავენ.გვარში გაერთიანებულია 16 სახეობა.დასახლებულ პუნქტში გავრცელებულია სახლის ბეღურა.იკვებება უმთავრესად მწერებით და სარეველების თესლით,რითაც სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის.

ირაკლი ქათამაძე
მე-3 კლასი

суббота, 4 апреля 2009 г.

რა სიკეთეს უშვრება ბეღურა ჩიტი ბოსტანსა და ვენახს?

მეტადრე დიდ სიკეთეს უშვრება ჩიტი ბოსტნეულობას. ყველას უნახავს ბოსტანში ლამაზი,თეთრი პეპლები.ესენი მუდამ დაფრთხიალებენ კომბოსტოს ახლო,დასტრიალებენ თავს,თამაშობენ,ცელქობენ და ბოლოს ჯდებიან კომბოსტოს ფოთლებზე.დიდხანს სხედან ზედ.რისთვის?იმისთვის,რომ ამ დროს სდებენ ოცობით პაწია მოყვითალო კვერცხებს.ათი დღის შემდეგ ყოველი კვერცხიდან გამოდის ერთი წიწკნა მოყვითალო მატლი,რომელიც კომბოსტოს ფოთოლს მაშინვე ჭამას დაუწყებს ხოლმე.რომ იცოდეთ,რა ღორმუცელაა ეს მატლი.დღეში სთქვლეფს თავის წონაზე სამჯერ უფრო მეტ კომბოსტოს და სწრაფად იზრდება.რაც უნდა მხნე და ბეჯითი მებოსტნე იყოს,ამ მატლებს ვერ მოაშორებს ბოსტნეულობას.ეს ბოსტნეულობა მთლად მოსცდებოდა,ჩვენ დავრჩებოდით უკომბოსტოდ და უმწვანილოდ,რომ ბოსტანს დღისით არა ჰყავდეს მცველად ბეღურა ჩიტები.ესენი დილიდან საღამომდე დახტიან,დაფრთხიალებენ ბოსტანში,სინჯავენ ბოსტნეულობის ღეროებს,ფოთლებს და ყვავილებს,ყლაპავენ პეპლების კვერცხებს,მატლებს და ჭიებს.არც ერთი მეველე არ შეედრება მათ.
ვიკა კახიძე ნანა ხურციძე
მე-3კლასი მე-2კლასი

Комментариев нет:

Отправить комментарий

სტუმრად სათნოების სახლში

სტუმრად სათნოების სახლში

აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულში გადავწყვიტეთ ვწვეოდით სათნოების სახლს.გავესაუბრეთ დირექციას და სტუმრობის დღე შევუთანხმეთ.


ამანათები გადავეცით მოხუცებსა და ინვალიდ ადამიანებს მათ მიმართ დახმარების სურვილით ვიყავით განმსჭვალული. ნია ნიშნიანიძე