ინფორმაცია ბეღურების შესახებ

ბეღურა -ფრინველების გვარი ბეღურებისნაირთა რიგისა.იკვებებიან მარცვლეულით,ჩვილ ბარტყებს მწერებით კვებავენ.გვარში გაერთიანებულია 16 სახეობა.დასახლებულ პუნქტში გავრცელებულია სახლის ბეღურა.იკვებება უმთავრესად მწერებით და სარეველების თესლით,რითაც სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის.

ირაკლი ქათამაძე
მე-3 კლასი

суббота, 4 апреля 2009 г.

რა სიკეთეს უშვრება ბეღურა ჩიტი ბოსტანსა და ვენახს?

მეტადრე დიდ სიკეთეს უშვრება ჩიტი ბოსტნეულობას. ყველას უნახავს ბოსტანში ლამაზი,თეთრი პეპლები.ესენი მუდამ დაფრთხიალებენ კომბოსტოს ახლო,დასტრიალებენ თავს,თამაშობენ,ცელქობენ და ბოლოს ჯდებიან კომბოსტოს ფოთლებზე.დიდხანს სხედან ზედ.რისთვის?იმისთვის,რომ ამ დროს სდებენ ოცობით პაწია მოყვითალო კვერცხებს.ათი დღის შემდეგ ყოველი კვერცხიდან გამოდის ერთი წიწკნა მოყვითალო მატლი,რომელიც კომბოსტოს ფოთოლს მაშინვე ჭამას დაუწყებს ხოლმე.რომ იცოდეთ,რა ღორმუცელაა ეს მატლი.დღეში სთქვლეფს თავის წონაზე სამჯერ უფრო მეტ კომბოსტოს და სწრაფად იზრდება.რაც უნდა მხნე და ბეჯითი მებოსტნე იყოს,ამ მატლებს ვერ მოაშორებს ბოსტნეულობას.ეს ბოსტნეულობა მთლად მოსცდებოდა,ჩვენ დავრჩებოდით უკომბოსტოდ და უმწვანილოდ,რომ ბოსტანს დღისით არა ჰყავდეს მცველად ბეღურა ჩიტები.ესენი დილიდან საღამომდე დახტიან,დაფრთხიალებენ ბოსტანში,სინჯავენ ბოსტნეულობის ღეროებს,ფოთლებს და ყვავილებს,ყლაპავენ პეპლების კვერცხებს,მატლებს და ჭიებს.არც ერთი მეველე არ შეედრება მათ.
ვიკა კახიძე ნანა ხურციძე
მე-3კლასი მე-2კლასი

суббота, 28 марта 2009 г.

ჩიორა

აი დაუბერა გაზაფხულის ნიავმა.ტყე ჯერ ნორჩი ფოთლით კარგად არ არის შემოსილი,ჯერ არ მოსულა ზოგი შემოდგომაზე წასული ფრინველი უცხო ქვეყნებიდან; მაგრამ ბეღურას ბუდეში კი უკვე ჭყივიან პაწია ყვითელ-ყბიანი ბარტყები.აი ამის გამო არის ნათქვამი:"თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო".დიახ.,ჩიორები ძალიან ადრე შეუდგნენ თადარიგს.სამაგიეროდ,სხვა ფრინველებზე ადრეც დაუდგათ მათ დრო საშინელი ჯაფისა.ბარტყები სუსტნი არიან,მარცვლების მონელება მათარ შეუძლიაღ,და დედ-მამამ უნდა უზიდოს სხვადასხვა მატლები,ჭიები,ბუზები,პეპლები.

არჩილ ყურაშვილი.მე-3 კლასი
ნია ნიშნიანიძე მე-2კლასი

суббота, 28 февраля 2009 г.

ვთესოთ სიკეთის მარცვლები!

ჩვენი მიზანია მიუსაფართა პრობლემების დანახვა,გათავისება და გადაჭრის გზების ძიება.ბეღურები მიუსაფარი ფრინველები არიან და მოფრთხილება სჭირდებათ.ჩვენი პროექტის პირველი და მეორე ეტაპი ბეღურებს შეეხება.

ჩვენი ბერურები

воскресенье, 22 февраля 2009 г.

პროექტი:ბეღურები

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლა.მე-3 დამე-2 კლასის მოსწავლეები.მასწავლებლები:რუსუდან კვირკველია,ნატო გიორგაძე.
კომენტარი
საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა.გავეცანით ბევრ საინტერესო მასალას ბეღურების შესახებ.გულთან მივიტანეთ მათი გასაჭირი.ისინი ჩვენი მეგობრები გახდნენ.დავრწმუნდით იმაშიც რომ,გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანის დახმარება ჩვენი ვალია.
ი.ქათამაძე

სტუმრად სათნოების სახლში

სტუმრად სათნოების სახლში

აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულში გადავწყვიტეთ ვწვეოდით სათნოების სახლს.გავესაუბრეთ დირექციას და სტუმრობის დღე შევუთანხმეთ.


ამანათები გადავეცით მოხუცებსა და ინვალიდ ადამიანებს მათ მიმართ დახმარების სურვილით ვიყავით განმსჭვალული. ნია ნიშნიანიძე